რატომ ბიოდეგრადირებადი ჭიქები? პატარა ნაბიჯი დიდი მიზნით
- nikkazirakashvili
- Oct 16
- 2 min read
ყველა ოფისში არსებობს ისეთი პატარა, ჩუმი დეტალები, რომლებსაც ყურადღებას არავინ აქცევს. გამაგრილებელი სისტემის გუგუნი, წყლის დისპენსერი და წყლის მარტივი ხელმისაწვდომობა, რომელსაც ყველა უნებურად ეჩვევა. მსგავს დეტალებს შორისაა პლასტმასას ჭიქების მთაც, რომელიც ჩუმად ქრება, თუმცა ასევე ყველასთვის შეუმჩნევლად, ყოველთვის უკან ბრუნდება. წლების განმავლობაში ეს ნამი 8-ს ყოველდღიური რიტმის ნაწილს შეადგენდა, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა.
ცვლილება, რომელიც უბრალო დაკვირვებით დაიწყო
ერთ დილას, რუტინული გუნდური შეხვედრის დროს ვიღაცამ აღნიშნა, თუ რამდენად ბევრი პლასტმასას ჭიქა ეყარა წყლის დისპენსერის გვერდით მდგარ ურნაში. ეს არ იყო დრამატული მომენტი - მხოლოდ მარტივი, გულახდილი დაკვირვება გახლდათ. გუნდის განსახილველი თემები შეეხებოდა ეკო-მეგობრულობასა და ინოვაციებს, თუმცა პარალელურად კუთხეში ასობით პლასტმასას ჭიქა იყრიდა თავს, ყოველკვირეულად.
ეს ფაქტი ყველას გონებაში ჩარჩა, შემდეგ კი მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა: რატომ არ უნდა გადავიდეთ ბიოდეგრადირებადი ჭიქების გამოყენებაზე?
ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო დეტალს ჰგავს. თუმცა, ნამი 8-ს თითოეული პროდუქტი, წყლის დისპენსერებისა და ყველაზე მცირე აქსესუარების ჩათვლით, გაერთიანებულია საერთო ფილოსოფიის ქვეშ: ტექნოლოგიური ინოვაციები ეკო-მეგობრულ პასუხისმგებლობასაც მოიცავს. შესაბამისად, ახალი იდეა არ შეეხებოდა მხოლოდ ჭიქას, ეს იქცა კორპორაციული კულტურისა და რეალური პროცესების შერწყმის კიდევ ერთ შესაძლებლობად.

ყოველდღიური გადაწყვეტილებების რეალური შედეგი
ბრიტანული კვლევის მიხედვით, საოფისე გარემოში, ერთი თანამშრომელი წელიწადში თითქმის 500 ერთჯერად ჭიქას მოიხმარს, ხოლო 50 კაციანი გუნდის მიერ ოფისში ყოველწლიურად მოხმარებული პლასტმასას ჭიქების ოდენობა საშუალოდ 25 000-ს აღწევს. ერთ საოფისე გარემოში მსგავსი სტატისტიკა მართლაც ბევრის მთქმელია. UNDP Georgia-ს დასკვნით, საქართველოში პლასტიკური ნარჩენების უდიდესი ნაწილი კვლავ ნაგავსაყრელებზე იყრის თავს, სპეციალური გადამამუშავებელი ქარხნების ნაცვლად. შესაბამისად, კორპორაციულ გარემოში ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯებიც კი მნიშვნელოვანი გავლენის მქონე შეიძლება იყოს.
ბიოდეგრადირებადი ჭიქები როგორც წესი რამდენიმე თვეში იშლება, მიკროპლასტიკებისა და ქიმიური ნარჩენების დატოვების გარეშე. მსგავსი განსხვავება ერთი შეხედვით ტექნიკურ დეტალს ჰგავს, თუმცა რეალურად საკმაოდ ღრმა ჰუმანურ იდეას მოიცავს. ნამი 8-ს მისიაც არამხოლოდ გაფილტრული წყლის ულიმიტოდ მიწოდებას, არამედ მისი დალევის კულტურის განვითარებასაც მოიცავს. ბიოდეგრადირებადი ჭიქები მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ეკომეგობრული ბრენდის ფილოსოფიას ქმნის, კომფორტისა და ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნების ფონზე. სწორედ ასეთი მცირე, თუმცა სისტემატური გადაწყვეტილებები იწვევენ დიდ, რეალურ ცვლილებებს.
ეკომეგობრული გადაწყვეტილების უპირატესობები ნამი 8-ს პარტნიორებისთვის
აღნიშნული ცვლილება უფრო მეტია, ვიდრე ნამი 8-ს გუნდის მიღწევა. ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი იდეოლოგია თითოეულმა ბიზნეს პარტნიორმაც გამოცადოს საკუთარი გამოცდილებით. დღეიდან თითოეული კომპანია, რომელიც ავტომატური წყლის დისპენსერის ინსტალაციით დაინტერესდება, ინოვაციურ დისპენსერთან ერთად ასევე ბიოდეგრადირებადი ჭიქების მარაგსა და მათი კომფორტული მოხმარებისთვის საჭირო მექანიზმის ინსტალაციის სერვისსაც მიიღებს საჩუქრად.
ეს მხოლოდ მცირე დანამატია, თუმცა იგი მნიშვნელოვან ფაქტს უსვამს ხაზს: ნამი 8-სთან პარტნიორობა უდრის ჯანსაღი, ეკომეგობრული გარემოს შექმნას, როგორც თქვენი თანამშრომლებისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც თქვენს სივრცეს ესტუმრება.
